ამ წუთებში  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა,-ამის შესახებ "აიპრესს" კვიციანის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურასა და ემზარ კვიციანის, მისი დაცვის მხარეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კვიციანი აღიარებს სასჯელის ნაწილს, ხოლო ბრალის ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს ის საქართველოში ჩამოვიდა და იგი სამართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს. ზუგდიდის სასამართლომ აღნიშნულის გამო ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.