ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

 ადვოკატებმა გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს, სახელმწიფო ბრალდება მზია ამაღლობელის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„მისი  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

ფოტო "მთავარი არხი"