Tთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა დ კიდევ 9 პატიმრის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სადაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს  დატოვებს თუ არა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაში.

"ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს. დიდი მადლობა", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე. 

შეგახსენებთ, 2024 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.

დაკავებულებს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.