ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა დასრულდა
წინასწარი მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს ამომრჩეველთა 74,50% უჭერს მხარს, მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს, დრაგან პრიმორაცს კი 25,50%.
ხორვატიის მედიის თანახმად, დრაგან პრიმორაცმა, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, ხორვატ ხალხს მადლობა გადაუხადეს არჩევნებში მონაწილეობისთვის, თუმცა არ მიულოცეს გამარჯვება ზორან მილოშევიჩს.
არსებული მონაცემების თანახმად, დრაგან პრიმორაცს საზღვარგარეთ მცხოვრებ ხორვატთა 67,3%-მა დაუჭირა მხარი, ზორან მილოშევიჩს კი 32,69%-მა.
არჩევნების პირველ ტურში ზორან მილანოვიჩმა 797938 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 49,09%-ია, მეორე ადგილზე გასულმა, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა დრაგან პრიმორაცმა კი 314663 ხმა ანუ ხმების მთლიანი რაოდენობის 19,35%
ზორან მილანოვიჩი მემარცხენე პოლიტიკოსია და საზღვარგარეთ ძირითადად ცნობილია იმით, რომ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ასევე კრიტიკულადაა განწყობილი კიევისთვის დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერისადმი. პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი მას ნატოსა და ევროკავშირში ხორვატიის ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებს.