ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „კულტურის გზა“ მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ივერიამ“.
ფესტივალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, საერთაშორისო კავშირების დამყარება და ხელოვნების პოპულარიზაცია.
ფესტივალზე ანსამბლის მიერ წარდგენილმა ქართული ცეკვების პროგრამამ და ბენდის მუსიკალურმა ნომრებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურის ცენტრთან 2023 წელს დაარსდა. ანსამბლი აერთიანებს 35 პროფესიონალ მოცეკვავეს. მისი
ხელმძღვანელები არიან ავთანდილ დოლაბერიძე, რიმა მარგიანი, გიორგი ჟორჟოლიანი და მართა იოსელიანი.
2024 წელს ანსამბლმა წარმატებით განახორციელა საგასტროლო ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.