გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა მოსწავლეთა ნამუშევრები წარადგინა და კურსდამთავრებულები მათივე შემოქმედებით გააცნო დამთვალიერებელს.
წელს 9 ახალგაზრდამ დაასრულა წყალტუბოს სამხატვრო სკოლა.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სკოლის გალერეაში შემაჯამებელი ნამუშევრების გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება.