ტელეკომპანია "ფორმულა" საზოგადოებას ატყობინებს, რომ ფინანსური დავალიანების გამო, არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს.

როგორც ტვ "ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს:

"გვსურს, შევატყობინოთ “ფორმულას” მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. 

📌 ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის"- ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.