აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო.

მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

,,მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში დიდია საქართველოს და ქართველების წვლილი. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის””- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.

ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.