სეტყვა იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო სანიაღვრე არხებმა, რის გამოც დამატებითი პრობლემები შეიქმნა. სოფელ მატანში დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და პირველი სართულები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.