რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა“
„დღეს, როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის მიუღებელია ქალაქ რუსთავის საკრებულოში ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ვაგრძელებ საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით საქმიანობას. არა რუსეთს, კი ევროპას!“ - წერს ნანა შატბერაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.
ცნობისთვის,
მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა: ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება
პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს - "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
ასევე, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში, "ნაცმოძრაობის ფრაქცია" არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში - მიკვირს, ბექა ლილუაშვილი რატომ ატყუებს ხალხს?