ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის ბრალდებებს უპასუხა.
"რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო ქოცებო დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც.“ - წერს დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა: ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება
პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს - "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი