პროფესიით მათემატიკოსი ფიქრია ცისკარიშვილი უკვე ოცი წელია ყვავილების მოვლით არის დაკავებული. საცხოვრებელი სახლის ეზოში პატარა სათბური აქვს მოწყობილი, სადაც დამთვალიერებელი არაერთ უცნაურ, ეგზოტიკურ და ულამაზეს მცენარეს ნახავს. ამბობს, რომ ყვავილები ბავშობიდან უყვარდა, სათბურის გაკეთება და მცენარეების გამრავლება თავდაპირველად ფინანსური მოგების მიზნით დაიწყო, თუმცა ახლა უკვე , 20 წლის შემდეგ საკუთარ თავს ოთახის მცენარეების კოლექციონერს უწოდებს.
ზუსტად არ იცის რამდენი სახეობის მცენარეს აერთიანებს მისი კოლექცია, თუმცა თითოეული ყვავილი შვილივით უყვარს და ყველა მათგანის ქართულ-ლათინური დასახელებებიც ზეპირად იცის. თუ გაინტერესებთ, რომელი მცენარეებია ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული, როგორ უნდა მოუაროთ მათ, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის მარტივად მოსავლელი მცენარე, როგორ ებრძოლოთ ყვავილების დაავადებებს, "აიპრესის" ინტერვიუდან შეიტყობთ: -ქ-ნო ფიქრია, როდის დაინტერესდით მცენარეებით? ეს თქვენთვის ჰობია თუ პროფესია? ბავშვობიდანვე მიტაცებდა მცენარეები. ვაკვირდებოდი სულ,  ბავშვებთან თამაშიც  კი ამ ყვავილებთან, ფოთლებთან ურთიერთობაში გამოიხატებოდა. მამაც აგრონომი მყავდა და ამანაც გარკვეული როლი იქონია. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემდაუნებურად სახლში გაჩნდა ყვავილები, ეს ჯერ კიდევ გასათხოვრობამდე იყო. აღმოჩნდა, რომ დედაჩემსაც უყვარდა მცენარეები. შემდეგ უკვე, როდესაც თელავში გადმოვცხოვრდი და ოჯახი შევქმენი, მახსოვს, რომ სულ ყვავილები მომქონდა სოხუმიდან. ჩვენ სოხუმში, ცენტრში ვცხოვრობდით, ძალიან კარგი სახლი გვქონდა და ბევრი ყვავილი.  ხომ სუბტროპიკული ზონაა და მორწყვა კი არ უნდა, თვითონვე ამოდის და ღივდება და ყვავის ყველაფერი. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი ჰობად მექცა, ისე პროფესიით მათემატიკოსი ვარ. ამ მიმართულებით ჩემი განვითარება უფრო გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობამ. მათემატიკას ვასწავლიდი 25 წელი, სმენის პრობლემის გამო, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, სრულად გადავერთე ამ საქმიანობაზე. იყო ჩემ ცხოვრებაში მძიმე პერიოდები, ხომ იყო ისეთი დრო, როდესაც ყველას უჭირდა და მაშინ ჩვენც ორი სტუდენტი გვყავდა შესანახი, აი მაშინ ეს მცენარეები დამეხმარა.  იმ პერიოდში მე ძალიან იაფად და მარტივად გავაკეთე  სათბური. სათბურის საშუალებით  ეგზოტიკური, საყვარელი, კარგი მცენარეები შევიძინე, გავყიდიდი, ახალს გავამრავლებდი და აშ.   რაღაცნაირად კარგად გამომდიოდა მცენარეების მოვლა, ვგრძნობდი რა ჭირდებოდა, თითქოს მესმოდა მათი. - ამ მიმართულებით განათლება არ გაქვთ მიღებული? არა, განათლება არ მაქვს მიღებული,მაგრამ დავჯექი და ვისწავლე ყველაფერი.  მცენარეებზე ჟურნალებს ვიწერდი, სამეცნიერო ჟურნალებს სხვათაშორის, შემდეგ ინტერნეტი გაჩნდა, კონსპექტებს ვწერდი, სამი რვეული მაქვს სავსე, ვინმემ რომ მოინდომოს ჩემი საქმის გაგრძელება, უნიკალური მასალა მაქვს. როგორ ვუმკურნალოთ მცენარეებს ქიმიური საშუალებებით, ბუნებრივი საშუალებით. მაგალითად, შვიტას მცენარე რომ აიღო და მისი ნაყენი გააკეთო, შეგიძლია ებრძოლო ლოკოკინებს, ფუნგიციდური თვისება აქვს, ანუ სოკოს საწინააღმდეგო და შეიძლება ნაცარსაც ებრძოლო. გვიმრას  აქვს სტიმულატორის როლი, შეუძლია მცენარის იმუნური თვისებები ისე გააძლიეროს, რომ მცენარე უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს, ისეთივე სიტაუციაა, როგორც  ადამიანმა ვიტამინები რომ მიიღოს. - რამდენი წელია ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და რა დრო მოანდომეთ მცენარეების შესახებ ასეთი  საინტერესო ინფორმაციის შეგროვებას? 20 წელია დაახლოებით, რაც ეს სათბური მაქვს, 1999 წლიდან. ჯერ კიდევ მასწავლებელი ვიყავი, კოლეჯში ვასწავლიდი,  როდესაც დავიწყე ეს საქმიანობა. როგორც გითხარით, თავიდან ეს საქმე ფინანსურად მეხმარებოდა, შემდეგ ჩემმა შვილმა დაამთავრა სწავლა, ამერიკაში წავიდა, ექიმი გახდა და ოჯახიც გაიმართა ფინანსურად. დღეს მაგალითად, უკვე ასე ვარ, რომ რაღაც ნაწილი არის რომ ზედმეტი მაქვს და შემიძლია გავყიდო, ძალიან ბევრს ვჩუქნი და გავცემ, მაგრამ შრომაც  ხომ უნდა ამ ყველაფერს, გათბობა, გაზი, მიწა, ქოთნები, ეს თანხა რომ   გასწორდეს გაყიდული ყვავილების თანხით და ეხლა უკვე გადავედი კოლექციონერობაზე. 20 წელია  განუწყვეტლად ვაგროვებ მცენარეებს, შეიძლება  სულ რაღაც ორი მცენარე მოიძებნოს ისეთი, რომელიც მე კოლექციაში აღარ მაქვს, დანარჩენი რაც კი მომიგროვებია ამ წლების განმავლობაში, სულ მაქვს. - თქვენი კოლექცია რამდენი სახეობის მცენარეს ითვლის? რამდენი სახეობა მაქვს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ  ზოგი ეგზემპლარი მაქვს ერთი. სულ ვცდილობ, რომ მქონდეს ორი მინიმუმ, იმიტომ რომ ის ერთი რომ გაფუჭდეს რაღაც მიზეზის გამო, მეორე მაინც დამრჩეს და ეს სახეობა არ გაქრეს კოლექციიდან. ყველა მცენარე ჩემი ცხოვრების ნაწილია, თითოეული მასწავლებელი ვიყავი, კოლეჯში ვასწავლიდი,  როდესაც დავიწყე ეს საქმიანობა. როგორც გითხარით, თავიდან ეს საქმე ფინანსურად მეხმარებოდა, შემდეგ ჩემმა შვილმა დაამთავრა სწავლა, ამერიკაში წავიდა, ექიმი გახდა და ოჯახიც გაიმართა ფინანსურად. დღეს მაგალითად, უკვე ასე ვარ, რომ რაღაც ნაწილი არის რომ ზედმეტი მაქვს და შემიძლია გავყიდო, ძალიან ბევრს ვჩუქნი და გავცემ, მაგრამ შრომაც  ხომ უნდა ამ ყველაფერს, გათბობა, გაზი, მიწა, ქოთნები, ეს თანხა რომ   გასწორდეს გაყიდული ყვავილების თანხით და ეხლა უკვე გადავედი კოლექციონერობაზე. 20 წელია  განუწყვეტლად ვაგროვებ მცენარეებს, შეიძლება  სულ რაღაც ორი მცენარე მოიძებნოს ისეთი, რომელიც მე კოლექციაში აღარ მაქვს, დანარჩენი რაც კი მომიგროვებია ამ წლების განმავლობაში, სულ მაქვს. - თქვენი კოლექცია რამდენი სახეობის მცენარეს ითვლის? რამდენი სახეობა მაქვს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ  ზოგი ეგზემპლარი მაქვს ერთი. სულ ვცდილობ, რომ მქონდეს ორი მინიმუმ, იმიტომ რომ ის ერთი რომ გაფუჭდეს რაღაც მიზეზის გამო, მეორე მაინც დამრჩეს და ეს სახეობა არ გაქრეს კოლექციიდან. ყველა მცენარე ჩემი ცხოვრების ნაწილია, თითოეული მათგანი საიდან, როგორ ვინ მაჩუქა, ყველაფერი მახსოვს და ყველას სახელი მახსოვს ქართულად და ლათინურად. - ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ჩამოგაქვთ  მცენარეები და მარტივად ეგუებიან თუ არა ისინი საქართველოს  კლიმატურ პირობებს? ამერიკაში პირველად რომ წავედი, მახსოვს, რომ საქართველოში თითქმის არავის არ ჰქონდა ჰოსტა, ზებრასავით ზოლიანი მცენარეა, ძალიან ლამაზია,  სულ ნაირნაირებია და მეც მაქვს რვა სახეობა, მაგრამ მაშინ ასე მარტივი არ იყო მისი შოვნა. ერთხელაც გავედი გარეთ ყინვა თითქმის -18° და ვხედავ ყინულებიდან ამოშვერლია გამხმარი ყვავილის ღერო და ჩემ შვილს რომ ვკითხე, მითხრა ჰოსტააო. ვაიმე დედა ეს ხომ არ მაქვს და ძალიან მინდა მეთქი. როგორც კი ყინვა 12° მდე ჩამოვიდა და ასე ვთქვათ, ცოტა დათბა, ჩემ შვილს გამოვართვი ,,ლომი,, მოვუთხარე გარშემო ყინულები ამ ჰოსტას, ამოვიღე თავის ფესვურებით, შემდეგ ავტოფარეხში გავალხვეთ და ასე წამოვიღე საქართველოში. ამერიკიდან ძალიან ბევრი მცენარე მაქვს ჩამოტანილი, აკებია, კლემატისი, იქაური ვარდი და ა.შ. ფლორისტ ზურა შევარდნაძესთან ვთანამშრომლობ და მცენარეების გაცვლა გამოცვლის კუთხით საკმაოდ ახლო ურთიერთობა გავქვს. დაინტერესებული ვიყავი სუკულენტებით და ზურამ შემომთავაზა წასვლა ბელგიაში, სუკულენტებისა და კაქტუსების სამდღიან გამოფენაზე. რაც კი ხელს შეეძლო დაეჭირა, ვყიდულობდი და ვყიდულობდი, იმ იმედით რომ ზურას არავინ ეტყოდა ყვავილების შემოტანაზე უარს და მართლაც ასე იყო. რომ დავთავლე 164 სახეობის მცენარე ჩამოვიტანე, გადავირიე რომ დავალაგე და დავთვალე. ასევე ვიმყოფებოდით ბონის ბოტანიკურ ბაღში, დავათვალიერეთ ყველაფერი, სხვათაშორის იქ იყო მოწყობილი კავკასიის კუთხე, საქართველოს მთიანი რეგიონებიდან იყო ჩატანილი ყინვაგამძლე მცენარეები და იყო გაკეთებული ალპინარიუმი. ბოტანიკურ ბაღს რომ ვათვალიერებდით,  მართლია არ იყო ლამაზი ამის გაკეთება, მაგრამ რამდენიმეგან დავინახე რომ თესლი მაინც ცვიოდა და ავიღე და წამოვიღე, დავთესე და მაქვს ახლა იმ თესლებიდან ამოსული მცენარეები. - თუ არის თქვენს კოლექციაში ისეთი მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს? კი, როგორ არა. ეს არის გვიმრის ერთერთი სახეობა, ადიანტუმი, რომელსაც სულ ნესტიანი უნდა ჰქონდეს მიწა, როგორც კი მიწა ოდნავ გამოშრება, მიწის ზედა ნაწილი მაშინვე კვდება, მაგრამ ფესვებთან ახალ კვირტებს იკეთებს, შემდეგ ამოდის,  გაზრდა ხომ უნდა და ამ დროის განმავლობაში დეკორატიულობას კარგავს. მეორე კიდევ მცოცავი ფიკუსი, როგორც კი ცოტა წყალი დააკლდება, ესევე კვდება, ხმება მთლიანად, ამიტომ ასეთი მცენარეები ყოველთვის ახლოს მიდევს, რომ ხშირად მივასხა წყალი. არსებობს ასევე  მარანტას ოჯახის მცენარეები, რომელთაც განსაკუთრებით უნდათ  კვება. კაქტუსებს და სუკულენტებს საკვებს არ ვაძლევ, იმიტომ რომ ზომიერად ნოყიერ მიწაში მაქვს და არ ჭირდება. თუ ცოტა ზრდას ან ყვავილობას შეაჩერებენ ხოლმე, მიწას ვუცვლი. სასუქს ვერიდები, იმიტომ რომ შეიძლება კაქტუსი გაიბეროს გასკდეს, ის თავის სამშობლოში ძალიან მწირ ნიადაგში იზრდება. ჩემ კაქტუსებს და სუკულენტებს რომ დააკვირდეთ და შემდეგ ბუნებრივ პირობებში გაზრდილს შეადაროთ, იტყვით რომ ზუსტად ისეა, არ არის ფორმადაკარგული, თითქოს მართლაც ველურად არის გაზრდილი და ძალიან მომწონს, რომ ამას ვახერხებ. -ქართველ ყვავილების მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ბალბები, როგორ უნდა მოვუაროთ მათ? იცით რა არის, ყველა მცენარეს მოვლისათვის აქვს თავისი გასაღები. ბალბა არის ძალიან კარგი მცენარე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სურნელოვანია, ძალიან დიდი ხანია რაც მოაშინაურეს ჩვენმა წინაპრებმა, ბებიას ბალბებს ეძახიან კიდეც ამ ზონაურ ბალბებს. ცოტა მერე წამოვიდა გერმანული, გადმოკიდებული ბალბები და უფრო მოგვიანებით სამეფო ბალბები. მოვლის წესები ფაქტიურად ერთი და იგივე აქვს, მაგრამ ადრე ეს ჯიშები იყო უფრო გამძლე სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ძირითადი დაავადებები ამათთვის არის სოკოვანი პარაზიტები, რომლებიც სიდამპლეს, ნაცარს იწვევენ, ასევე ფოთლების დაზიანება. ის ძველი ჯიშები იყო უფრო გამძლე ამ დაავადებების მიმართ, სელექციურად რომ გამოიყვანეს სხვა ჯიშები, ძალიან ლამაზებია, მაგრამ მათ უკვე დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი.  ბალბები ვერ იტანენ ზედმეტ სიცხეს, როცა მზეზე დგას, მიწა ცხელდება, ამ დროს თუ დილის მორწყულია, ცოტა მეტი წყალი დაასხით და არ არის ეს წყალი ბოლომდე ათვისებული, მაშინ თითქოს შიგნით ეს წყალი ორთქლს აყენებს, იხარშება და ეს არასასურველი მჟავიანობა აღწევს ფესვებთან და აზიანებს ფესვებს, იჭრება ფესვის კანში ეს სოკოვანი დაავადება და იწყება ლპობა, ,,შავი ფეხი,, ქვია ამას, ფესვიდან მაღლა მაღლა მოდის ეს სიდამპლე.  მზე სჭირდება ბალბებს, ჩრდილში რომ დავდგათ, აღარ იყვავილებს, მორწყვა ხშირად არ სჭირდება. ამ ახალ ჯიშებს სჭირდებათ სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ შეწამვლა, ფუნგიციდები. ძალიან იშვიათად მიფუჭდება მე  ბალბები და ახლა მკითხველსაც ვასწავლი, თუ რას ვაკეთებ მათ დასაცავად.  გავაკეთე ასეთი ნაზავი ფიტოსპორინი, პრევიკურ ენერჯის და ფუნდაზოლის შემადგენლობით. ეს ფუნგიციდები სოკოვანი დაავადებებისგან მცენარეების დაცვის დროს, სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებენ. უნდა გაკეთდეს ამ ფუნგიციდების კოქტეილი, უნდა გაიხსნას წყალში, რაოდენობები პაკეტებზე წერია, უნდა გაჩერდეს ეს მასალა სამი საათი დაახლოებით და შემდეგ შეიწამლოს მცენარეები. 4-5 თვე მცენარეებს არაფერი აღარ გაეკარება, ეს არის მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვის არაჩვეულებრივი საშუალება. მფრინავი მწერების საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა ვიხმაროთ ინსექტიციდი, ტკიპების საწინააღმდეგოდ კი  გამოიყენება აკარიციდები. - ბალბებთან ერთად, კიდევ რომელი მცენარეებია პოპულარული საქართველოში? - 20 წელია რაც მაქვს მცენარეები, ამ 20 წლის განმავლობაში მცენარეებისადმი  მიდგომა მოდის მიხედვით რამდენჯერმე შეიცავალა, ძალიან უხეშ მაგალითს მოვიტან, ადრე საქართველოში როცა გაჭირვების წლები იყო, რომელი ქვეყანაც შემოაღწევდა საქართველოში  და რა ტანსაცმელსაც შემოგვთავაზებდა, ყველა იმ ტანსაცმლით დადიოდა, ერთი პერიოდი მე მახსოვს მთელი საქართველო იტალიიდან ჩამოტანილი შავი ტანსაცმლით დადიოდა. მე პარალელს იმიტომ ვავლებ, რომ ევროპა ყვავილების მხრივ მსგავს რაღაცეებს გვთავაზობს. შემოვიდა ბალბები, კალანხოები, შემოდგომაზე აუცილებლად უნდა იყოს შობის ვარსკვლავი, ფოკუსები, სუკულენტები... რომ წახვიდე თბილისში და საუკეთესო მაღაზიები შემოიარო, ოცი დასახელების მცენარეს იპოვი მხოლოდ, რომელიც მუდმივად შემოდის ევროპიდან, მეტი არ არის და ძალაუნებურად, არჩევანი არ აქვს ადამიანს, ამიტომ წავედი ბელგიაში. ძირითადად, საქართველოში მაინც იმ მცენარეების ბუმია, რასაც გვთავაზობს ევროპული ბაზარი. ახლა ბალბების ბუმია, კიდევ პეტუნიების ბუმი, ეს პეტუნია ძალიან ლამაზი მცენარეა, მაგრამ ძალიან მარტივია. რისი თქმა მინდა იცით, დამწყებებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომელია ღირებული მცენარე და რომელი ჯობია. - ყვავილების მოყვარულებს რა  მარტივ რჩევებს მისცემთ, როგორ უნდა მოვუაროთ ყვავილებს ? პირველ რიგში, როდესაც ყვავილს შეიძენს ადამიანი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სად უნდა დადგას. დავუშვათ, წახვედი მაღაზიაში და მოგეწონა მცენარე, ჯერ ერთი სახელი უნდა გაიგო და იცოდე, შემდეგ სად არის მისი სამშობლო და იმ სამშობლოში ის როგორ კლიმატურ პირობებში იზრდება. შემდეგ უნდა დაფიქრდე,შეგიძლია თუ არა მსგავსი პირობების შექმნა. ხან არის ხოლმე, რომ სულ მოყვავილე უნდა იყოს, უნდა იყოს ჩრდილის ამტანი, რომ 12 თვე ყვაოდეს, ყველა მცენარეს აქვს ყვავილობის ციკლი და დრო, სულ რომ ყვავის ასეთი მცენარე ძალიან ცოტა და იშვიათია. ამიტომ რა ადგილას გინდათ დადგათ სახლში და რა პირობებია, ამის მიხედვით უნდა შეიძინოთ მცენარე.  ან პირიქით, თუ მცენარეს ნახავთ და მოგეწონებათ, გაქვთ თუ არა მისი შესაფერისი პირობები, თუ არ გაქვთ უნდა შეელიოთ, თორემ ის პეტუნია ძალიან ლამაზი მცენარეა, მაგრამ ძალიან მარტივია. რისი თქმა მინდა იცით, დამწყებებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომელია ღირებული მცენარე და რომელი ჯობია. - ყვავილების მოყვარულებს რა  მარტივ რჩევებს მისცემთ, როგორ უნდა მოვუაროთ ყვავილებს ? პირველ რიგში, როდესაც ყვავილს შეიძენს ადამიანი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სად უნდა დადგას. დავუშვათ, წახვედი მაღაზიაში და მოგეწონა მცენარე, ჯერ ერთი სახელი უნდა გაიგო და იცოდე, შემდეგ სად არის მისი სამშობლო და იმ სამშობლოში ის როგორ კლიმატურ პირობებში იზრდება. შემდეგ უნდა დაფიქრდე,შეგიძლია თუ არა მსგავსი პირობების შექმნა. ხან არის ხოლმე, რომ სულ მოყვავილე უნდა იყოს, უნდა იყოს ჩრდილის ამტანი, რომ 12 თვე ყვაოდეს, ყველა მცენარეს აქვს ყვავილობის ციკლი და დრო, სულ რომ ყვავის ასეთი მცენარე ძალიან ცოტა და იშვიათია. ამიტომ რა ადგილას გინდათ დადგათ სახლში და რა პირობებია, ამის მიხედვით უნდა შეიძინოთ მცენარე.  ან პირიქით, თუ მცენარეს ნახავთ და მოგეწონებათ, გაქვთ თუ არა მისი შესაფერისი პირობები, თუ არ გაქვთ უნდა შეელიოთ, თორემ ის იმედგაცრუება, რომ გამიფუჭდება და რა ვუშველო, ეს უფრო რთულია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომელს რა თვისებები აქვს და მათი მოვლა  ყოველდღიური საზრუნავი უნდა გახდეს თქვენთვის.  ამას მერწმუნეთ ძალიან სჭირდება მიდრეკილება, მხოლოდ მოდის გულისთვის რომ გქონდეთ და დაგავიწყდეთ რომ დღეს მოსარწყავია, ასე ყვავილი არ გაიხარებს. - ამბობენ, რომ ყვავილები გრძნობენ ადამიანის ენერგეტიკას და ყველას არ შეუძლია ყვავილის გახარება, მართალია ? თუ მოინდომებ, როგორ არ შეგიძლია. შენ შეგიძლია შენი ენერგეტიკა შეცვალო და იმასაც შეუძლია შენი ენერგეტიკა შეცვალოს, მაგრამ თუ შენ არ შეგიყვარდება ყვავილი, ესეიგი თქვენი ენერგეტიკები ერთმანეთს არ ემთხვევა უნდა დაანებო მაშინ თავი და მოდის გამო შენ ის არ უნდა გატანჯო და მან შენ არ უნდა გაგტანჯოს, რომ ამბობენ ხოლმე, გამიჭირა საქმე, ვერ ვახარეო...მე მინახია ფეისბუქზე, ვიღაცამ დადო უზარმაზარ, 10 ლიტრიან ვედროში ფულის ხე, კრასულა კუთხეში, სადღაც მირგული და წერდა,  ეს რამხელა ვედროშია, რამდენი მიწა აქვს და მაინც არ იზრდებაო. იმიტომ რომ იმას ჭირდება  ძალიან პატარა ქოთანი, რომ სუსტი ფესვები აქვს და ფესვებმა რომ კარგად ისუნთქოს. აუცილებელია ყველა მცენარეს კარგად მიეწოდებოდეს ჟანგბადი, იმიტომ რომ ჟანგბადმა უნდა მოკლას სოკოს წარმომქმნელი არასასურველი ბაქტერიები, რომ ფესვი არ დაზიანდეს და ლპობა არ გამოიწვიოს. - მცენარისთვის მიწის გამოცვლა წელიწადში  რამდენჯერ არის საჭირო? მიწას რომ გამოვუცვლით მცენარეს, თუ კარგ მიწაში იქნება, ექვსი თვე მას სასუქი არ დაჭირდება. თუმცა ამბობენ, ხოლმე, რომ კვება შეიძლება დაიწყოთ სამი კვირის შემდეგო,  თუ კარგ მიწაშია, სამი კვირის შემდეგ რათ უნდა მას სასუქი.  მე მაგალითად, რომ გამოვუცვლი მიწას, შეიძლება ზაფხულის ბოლოს უბრალოდ მსუბუქად მივცე სასუქი. ძირითადად არ ვაძლევ სასუქს, ამით არ გავანებივრებ.  მე შრომა მადგება და ის კიდე ფორმას კარგავს. მცენარეს რომ რწყავ დავუშვათ, შემდეგ ხომ შრება მიწა, ოღონდ მთლად არა, სწორედ ნესტი რომ აქვს და ჟანგბადიც,  მაშინ მცენარის ფესვი იწყებს უფრო მეტი ნესტის და წყლის ძებნას და იზრდება ფესვები. მე არ ვიგონებ ამას, მე ეს წამიკითხავს, როცა მცენარეს უფრო ნაკლებად ვრწყავ,  ქოთანი გაივსება ხოლმე ფესვებით.  - რას ნიშნავს თქვენთვის მცენარეები და ის საქმე, რასაც აკეთებთ? მცენარეები ჩემთვის არის ჰობი. უსაზღვრო სიყვარული მცენარეებისადმი და კიდევ ის ენერგია, რომელიც მე შინაგანად მაქვს, რაღაცაში უნდა დავხარჯო. დავუშვათ, რომ მეცხოვრა მე -15 სართულზე კორპუსში,  ენერგიას დავხარჯავდი ქსოვაში, ცხობაში, ვკერავდი კარგად. აუცილებლად სადღაც გამოვანხავდი ამ ენერგიის დასახარჯად, მაგრამ ბედნიერი ვარ,  რომ მომეცა საშუალება და შვილმა და მეუღლემ ეს პატარა სათბური გამიკეთეს და შემიძლია ეზოში რაც მინდა დავრგო, ასვე მაქვს იების კოლექციაც სახლში,   ეს არის ჩემი ენერგიის ორთქლის გამოსაშვები, დადებითი აურის გამოსაშვები. მცენარეებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ძალიან ბევრი მეგობრები მყავს, უამრავი რაღაცა მაქვს მეგობრის ჩამოტანილი, ზოგი კვიპროსიდან, ზოგი იტალიიდან,  ზოგი ნიდერლანდებიდან, საიდან არ მაქვს საჩუქრები,  ჩამოაქვთ თესლები, ვთესავ, ვზრდი, ვამრავლებ და ასე შემდეგ, რაშიც ძალიან მეხმარება სათბური. სათბურს ვათბობდი, მაგრამ გათბობის სისტემა ძალიან მოძველებული იყო.  ,,აწარმოე საქართელოში,, მივიღე მონაწილეობა, დავწერე პროექტი, მოვიდნენ, ნახეს ასეთი ლამაზი კოლექცია მქონდა და საქვაბე იყო დაჟანგული. ძალიან პრიმიტიულად იყო მოწყობილი, ძირი ჰქონდა გამძვრალი და აგურზე მედო რაც ინთებოდა და საფრთხეს ქმნიდა,  რომ ნახეს  ეს, დამაფინანსეს 5000 ლარით. გავაკეთე გათბობა, მომრჩა კიდევ რაღაც რკინები და გავაკეთე საზაფხულო ფარდული. ხუთი წელია უკვე, რაც ახალი გათბობა მაქვს და ძალიან მადლობელი ვარ, ამის შემდეგ უფრო "გავშალე ფრთები".