ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა.

აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.