ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან - გურამ გოლიაძესთან და სოფო რამიშვილთან ერთად, მოქალაქეთა მიღება გამართა.


შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებმა მერს საკუთარ საჭიროებებსა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ და შესაბამისი კონსულტაციები მიიღეს.
მოქალაქეთა მიღებაზე დასმული საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურებს.