ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო  16-დღიანი კამპანიის დასკვნით ღონისძიებას შეუერთდა, რომელიც  საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა გახსნა. მეწარმე და შემოქმედმა ქალებმა საკრებულოს ფოიეში საკუთარი პროდუქცია და ნამუშევრები გამოფინეს. 

წარმოდგენილი იყო „დოშკანას“, „ხემსის“, „პიცის დროას“„ჟოლიბერის“,  „ჩვენი პურის“, „ნატიფი ნაზუქის“ პროდუქცია,  „მომავლის სახლის“, ხათუნა ჩიტაძის, შინდარის დედათა მონასტრის, „მკერვალის“, ნატო გერმანაშვილის, დიანა დალალიშვილის, მარიამ ხუციშვილის, ანა შაორშაძის, ნინო სამხარაძის, ლიკა აბრამაშვილის, მაკა ბიწაძის, ნატალია ღონღაძის ნამუშევრები. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. 
საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზში პრეზენტაცია თემაზე  - ხაშურის მეწარმე ქალები წარმოადგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მდივანმა მაკა დიდებულიძემ. 
ღონისძიების მიზანია მეწარმე ქალთა საქმიანობის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკური გაძლიერება, დასაქმების ხელშეწყობა.