ხარაგულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით , მიმდინარე წელს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა  210 ათასი ლარით დაფინანსდა. მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში, სულ შემოვიდა 30 საპროექტო განაცხადი, საიდანაც ხმის მიცემის ეტაპზე 19 იდეა გადავიდა.

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული  სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსში 𝟳გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 𝟰𝟳𝟳𝟭  ხმა შემოვიდა.  ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 𝟭𝟳,𝟬 %  (𝟴𝟭𝟬 ხმა) სოფელ საღანძილეში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეამ  მიიღო.  კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე 𝟵,𝟰 % - ით  (𝟰𝟰𝟴ხმა) გადავიდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელ ბორითში ახალგზრდული სკვერის მოეწყობა.

ხმების 𝟵,𝟮 % -ით ( 𝟰𝟯𝟳ხმა) მესამე ადგილი ერგო იდეას , რომელიც სოფელ ვახანში საჭიდაო მოედნის გადახურვას ითვალისწინებს. მეოთხე ადგილზე 𝟴,𝟬 % -ით (𝟯𝟴𝟰 ხმა) ვარძიაში გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტი გავიდა.  გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა  სოფელ ღორეშაში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეა. აღნიშნულმა პროექტმა ხმების  𝟳,𝟵 % - ი ( 𝟯𝟳𝟵ხმა ) დააგროვა.  

ხმების 𝟳,𝟲 % -ით (𝟯𝟲𝟭ხმა)  გაიმარჯვა სარგვეშის წყაროს რეაბილიტაციის იდეამ.  𝟲,% -ით (𝟮𝟵𝟳 ხმა) გამარჯვებულია სპორტული მოედნის მოწყობის იდეა  სოფელ ზვარეში.  ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს თავისი იდეის გამარჯვებას. გამარჯვებული იდეების პროექტების შესყიდვას ხარაგაულის მერია უახლოეს პერიოდში განახორციელებს. მნიშვნელოვანია ,რომ  გვაქვს მზაობა პროექტების განხორციელება წელსვე დასრულდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემის ეტაპზე წელს აქტივობის ძალიან მაღალი  მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც პროცენტული მაჩვენებლით 2-ჯერ აღემატება გასული წლის აქტივობას, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.  ხარაგაულის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებდა.