ბათუმში,  სამარადან ჩამოსულ რუს ტურისტს მეხი დაეცა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT იტყობინება. რომელზედაც დაყრდნობით ინფორმაციას "ლენტა.რუ" ავრცელებს

32 წლის პაველი მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბურჯზე. მამაკაცი მიწაზე დაეცა, ტანზე შემოდებულ ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა და დაიხია. შემთხვევის შედეგად ტურისტს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, რომელმაც დაზარალებული მუცლის, ზურგისა და ფეხების მსუბუქი დამწვრობით  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. - წერს გამოცემა