4 წლის შემდეგ გენო პეტრიაშვილი თუ ისევ იქნება ოლიმპიურ ორთაბრძოლაში ზუსტად ისევე მეყვარება, ისევე ვუგულშემატკივრებ და მისი გამარჯვებით ისევე გავიხარებ როგორც ამ რამდენიმე კვირის წინ, იმიტომ რომ სულ მუდამ ის პატარა ბიჭი იქნება ჩემს მეხსიერებაში რომელმაც დიდ დემონებს და მაჯლაჯუნებს აჯობა,- ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერi, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

„გულის დაწყვეტა და იმედ გაცრუება იმდენი ყოფილა ვინ მოთვლის. კიდევ ბევრი იქნება და ეს ცხოვრების ნაწილია. ხშირად არც იმდგაცრუებაა ვინმეს ბრალი გარდა საკუთარი თავისა. ბევრს გვჩვევია, მე პირველ რიგში, ადამიანების უმაღლეს პედესტალებზე შეგდება, აღფრთოვანება, გულაჩუყება, როცა შესაძლოა არც ითხოვენ თავად, არც აქვთ მოლოდინი რომ ასე იქნება ...
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ 4 წლის შემდეგ გენო პეტრიაშვილი თუ ისევ იქნება ოლიმპიურ ორთაბრძოლაში ზუსტად ისევე მეყვარება, ისევე ვუგულშემატკივრებ და მისი გამარჯვებით ისევე გავიხარებ როგორც ამ რამდენიმე კვირის წინ, იმიტომ რომ სულ მუდამ ის პატარა ბიჭი იქნება ჩემს მეხსიერებაში რომელმაც დიდ დემონებს და მაჯლაჯუნებს აჯობა, ბავშვობის ტრაგედიას მასზე გამარჯვების უფლება არ მისცა და არა მხოლოდ თავად არის გამარჯვებული, მთელი ქვეყანა მრავალჯერ გაგვაბედნიერა და წამიერად მაინც ქვეყნის ტრაგედიები, მარცხები და სისუტეები დაგვავიწყა! 
კი მეც ვერ გავიგე რაში ჭირდებოდა...“, - წერს ხიდაშელი.

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან