ხაშურის მუნიციპალიტეტი ხაშურქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხატვის კონკურსს: „ხაშური საქართველოს გულია" აცხადებს.

კონკურსის მიზნებია: ხელოვნების სფეროში უნარ-ჩვევების გაძლიერება, შემოქმედებითი აქტივობის მხარდაჭერა; ხაშურქალაქობის დღესასწაულის გამრავალფეროვნება და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანური რესურსის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს მე-6-მე-12 კლასის ასაკობრივი კატეგორიიდან.
თითოეულ კონკურსანტს კონკურსში მხოლოდ ერთი ნახატის წარმოდგენა შეუძლია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ A3 ფორმატით,  ფანქრით, გუაშით, აკვარელით ან ბუნებრივი მასალებით შესრულებული;
ნახატების წარმოდგენის თარიღია: 2024  წლის 16 სექტემბრიდან, არაუგვიანეს 20 სექტემბრამდე.
ნამუშევრებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური; ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 20 საუკეთესო ნახატი, რომელიც გამოიფინება ხაშურქალაქობის დღესასწაულზე. ხაშურქალაქობის დღესასწაულზე წარმოდგენილი 20 ნამუშევრიდან, კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება  3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი და დასაჩუქრდება ფასიანი საჩუქრით და დიპლომით.
ხატვის კონკურსის თითოეულ მონაწილეს, გადაეცემა დიპლომი მონაწილეობისთვის.
საკონურსო ნამუშევრები  მიიღება 2024  წლის 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში. მისამართი: ქ.ხაშური, ტაბიძის ქ. N2,  მე-2 სართული.