დღეს, ტირანაში, „არენა კომბეტარეზე", უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველო ალბანეთს შეხვდება.
საქართველოს და ალბანეთის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრებს 30 წლიანი ისტორია აქვს. ისინი პირველად ერთმანეთს 1994 წლის 14 დეკემბერს, ტირანაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შეხვდნენ. მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი - საქართველოს ნაკრების პირველი გოლი სტუმრად გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში - შეხვედრის მე-18 წუთზე შოთა არველაძემ გაიტანა.
ალბანეთი და საქართველო დღემდე ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდნენ: 9-ჯერ ტირანაში, 5-ჯერ თბილისში და ერთხელ მალტაში. ექვსი შეხვედრა ევროპის, ორი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში გაიმართა, შვიდი კი ამხანაგური იყო.
თხუთმეტი შეხვედრიდან რვაში საქართველომ გაიმარჯვა (4-ჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ, 3-ჯერ კი ამხანაგურ შეხვედრაში), სამში (2-ჯერ ევროპის ჩემპიონატის, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში) ალბანეთმა, ოთხი (ოთხივე ამხანაგური შეხვედრა) კი ფრედ დასრულდა.
საქართველომ ალბანეთს ორჯერ 3:0 სძლია, ორჯერ 2:0, ორჯერ 2:1 და ორჯერ 1:0
საქართველომ ალბანეთთან ორჯერ სამი ბურთი გაუშვა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა (1:3 და 2:3) ორჯერ ორი (1:2 და 2:2), სამჯერ ერთი (1:1 და 2:1, 2:1), რვა შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა (1:0, 2:0, 3:0, 1:0, 3:0, 2:0, 0:0, 0:0)
საქართველომ ალბანეთს სულ 23 ბურთი (10 სახლში, მათ შორის, 8 ოფიციალურ შეხვედრებში, 10 სტუმრად, მათ შორის, 5 ოფიციალურ შეხვედრებში, 3 ნეიტრალურ მოედანზე) გაუტანა, საკუთარში კი 13 (1 სახლში, 12 სტუმრად, მათ შორის, რვა ოფიციალურ შეხვედრებში) მიიღო.
ალბანეთის კარში გატანილი 23 გოლიდან 6 შოთა არველაძის ანგარიშზეა, ორ-ორი გოლი გაიტანეს თემურ ქეცბაიამ, ალექსანდრე იაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა, თითო-თითო კი არჩილ არველაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, მიხეილ აშვეთიამ, გიორგი დემეტრაძემ, ვლადიმერ ბურდულმა, ლევან კობიაშვილმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, ალექსანდრე კობახიძემ, მათე ვაწაძემ, უჩა ლობჟანიძემ და გიორგი ჭანტურიამ.
ალბანეთმა საქართველოს ბოლოს 2005 წლის 10 ივნისს მოუგო.
14.12.1994 ტირანა, „ქემალ სტაფა", 19 600 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ალბანეთი - საქართველო 0:1(0:1)
გოლი: 18' შოთა არველაძე
26.04.1995 თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 25 000 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო - ალბანეთი 2:0(2:0)
გოლები: 2' შოთა არველაძე 1:0, 42' თემურ ქეცბაია 2:0
08.02.1998 მალტა, „ტა'ქალი", 750 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა, „როტმანსის" ტურნირი
საქართველო - ალბანეთი 3:0(2:0)
გოლები: 19' თემურ ქეცბაია 1:0,29' მიხეილ ყაველაშვილი 2:0, 71' ალექსანდრე იაშვილი 3:0
05.09.1998 თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 45 000 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო - ალბანეთი 1:0(0:0)
გოლი: 66' არჩილ არველაძე
გაძევება: 71' ლუან პინარი (წითელი ბარათი), 80' ზაზა ჯანაშია (მეორე ყვითელი)
09.10.1999 ტირანა, „ქემალ სტაფა", 6 000 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ალბანეთი - საქართველო 2:1(2:0)
გოლები: 30' ალტინ რაკლი 1:0, 36' ბლედარ კოლა 2:0, 52' შოთა არველაძე
06. 09.2003 თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 15 000 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო - ალბანეთი 3:0(3:0)
გოლები: 8' შოთა არველაძე 1:0, 17' მიხეილ აშვეთია 2:0, 43' შოთა არველაძე
10.09.2003 ტირანა, „ქემალ სტაფა", 15 000 მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ალბანეთი - საქართველო 3:1(0:0)
გოლები: 52' ბესნიკ ჰასი 1:0, 54' იგლი ტარე 2:0, 63' შ. არველაძე 2:1, 80' ალბან ბუში 3:1
გაძევება: გიორგი გახოკიძე (მეორე ყვითელი)
08.09.2004 თბილისი, „ლოკომოტივი", 24 680 მაყურებელი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო - ალბანეთი 2:0(1:0)
გოლები: 15' ალექსანდრე იაშვილი 1:0, 90' გიორგი დემეტრაძე 2:0
04.06.2005 ტირანა, „ქემალ სტაფა", მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ალბანეთი - საქართველო 3:2(2:0)
გოლები: იგლი ტარე 1:0, 33' ერვინ სკელა 2:0, 55' იგლი ტარე 3:0, 85' ვლადიმერ ბურდული 3:1, 90' ლევან კობიაშვილი 3:2
22.03.2006 ტირანა, „ქემალ სტაფა", 2 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
ალბანეთი - საქართველო 0:0
გაძევება : 72 გოგიტა გოგუა (მეორე ყვითელი)
10.06.2009 ტირანა, „ქემალ სტაფა", 2 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
ალბანეთი - საქართველო 1:1(0:1)
გოლები: 2' ვლადიმერ დვალიშვილი 0:1, 58' ანსი აგოლი 1:1
29.02.2012 თბილისი, „მიხეილ მესხი" 20 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
საქართველო - ალბანეთი 2:1(0:1)
გოლები: 3' ედგარ კანი 0:1, 48' ალექსანდრე კობახიძე 1:1, 87' ალექსანდრე ამისულაშვილი 2:1
ალბანელთა მეკარე სამირ უიკამმა ორჯერ მოიგერია თერთმეტმეტრიანი. 28-ე წუთზე მას ვლადიმერ დვალიშვილმა ვერ გაუტანა, 85 წუთზე კი გიორგი თარგამაძემ.
06.02.2013 ტირანა, „ქემალ სტაფა", 12 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
ალბანეთი - საქართველო 1:2(1:1)
გოლები: 25' ერიონ ბოგდანი 1:0, მათე ვაწაძე 1:1, 80' უჩა ლობჟანიძე 1:2
16.11.2015 ტირანა, „ქემალ სტაფა", 4 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
ალბანეთი - საქართველო 2:2(0:1)
გოლები: 2' ალექსანდრე ამისულაშვილი 0:1, 52' გიორგი ჭანტურია 0:2, 89' მიგიენ ბაშა 1:2, 90' სოკოლ ციკალეში 2:2
29.02.2022 ტირანა, „არენა კომბატარე" 19 000 მაყურებელი, ამხანაგური შეხვედრა
ალბანეთი - საქართველო 0:0