„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა , - ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა, რადგან ის ბოლო პერიოდში სულ ამბობდა, რომ არ იყო პოლიტიკაში, მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარე რომ გახდა, მაშინაც, თითქოს, პოლიტიკის მიღმა იყო და საპატიო სტატუსით სარგებლობდა და ახლა უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კანდიდატი გახდა. შესაძლოა, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი იყო, ერთი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება რეალური გადაწყვეტილებების მიმღები თუ ყველაზე გავლენიანი წევრი იყოს მათი კამპანიის სათავეში. მეორეს მხრივ, როდესაც კანდიდატი ხარ და სიაში ხარ, ეს გარკვეულ პრივილეგიებს გმატებს და სხვადასხვა სტატუსი გაქვს. შეიძლება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არის საინტერესო“, - განაცხადა ლომჯარიამ.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია