საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა.
თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.