ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლაში , განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვასა და დაგეგმვას მიეძღვნა. 


ფორუმს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. 
ღონისძიების მსვლელობაში 100–ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროგრამები და წარადგინა წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ფორუმის სამუშაო მიმართულებები იყო: ინფრასტრუქტურა, კულტურა და ხელოვნება, განათლება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმის განვითარება და მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თავდაცვა, სოციალური საკითხები,  სპორტი, ახალგაზრდობა.

ფორუმის დასრულებისთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მოამზადებს რეკომენდაციების დოკუმენტს და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. 

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოეწყობა საანგარიშგებო ფორუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს  გააცნობს.