"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სიტყვით გამოვიდა.
„პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას
"უმჯობესია, დავეხმაროთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და მეზობლებს, მაგალითად, საქართველოს, აამაღლონ ცხოვრების დონე თავიანთ ქვეყნებში, შექმნან ღირსეული და მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები, დაასტაბილურონ ფასები, ააწყონ სიღარიბისგან დაცვის მყარი სოციალური სისტემები, ვიდრე დაიცალონ, როგორც საქართველო იცლება, ხოლო ევროკავშირს მიგრაციასთან გამკლავების პრობლემა ჰქონდეს,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ზჭიაბერაშვილის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტიისა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმატება საფუძველი იქნება იმისა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისათვისაც, ევროკავშირის მოქალაქეების მსგავსად, სწაფადვე ხელმისაწვდომი გახდება ღირსეული და მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები და სიღარიბისგან დაცვის გარანტიები.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით - „პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას. როგორც ცნობილია, ევროპის წამების კომიტეტის გასული კვირის ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია კლინიკა „ვივამედში“, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მკურნალობას იღებს, „დამთრგუნველი, დამამცირებელი და არახელსაყრელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს,“ - განაცხადა ჭიაბერშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მივლენილ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა დიასპორამ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება შეძლოს.