„ივანიშვილის რეჟიმი თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის ავტორიტარული და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა.“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი Reuter-ის სტატიაზე,
"ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან , სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა.
„ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის და, რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში." - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა