საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ქობულეთი-ხელვაჩაურის მაჟორიტარი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე დღეს მოძრაობა "ხალხის ძალას" წევრი ზაალ მიქელაძე, მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, ექიმებს დაუჯეროს და მიიღოს საკვები.
"ყოფილი პრეზიდენტი ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მისივე გუნდმა შეკრიბა ძალები, რომლებიც არც მისი ჯანმრთელობით და არც სწორი დიაგნოზის დასმით არ არიან დაინტერესებულები. ზოგადად, საკითხში ჯანდაცვის სფეროში არაკომპეტენტური ადამიანებიც ერთვებიან. ვინც მოიწვიეს, ისინიც არ არიან დიაგნოზზე ორიენტირებული და ჩნდება განცდა, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებულ შეკვეთას ასრულებენ, განსხვავებული მიმართულებით გამოაქვთ დასკვნები და სხვადასხვა ე.წ. ექსპერტული მოსაზრება ერთმანეთისგან აცდენილია. ზოგჯერ სჭირდებათ და გარკვეულ დიაგნოზზე საუბრობენ, ნაწერები, რომლებიც ქვეყნდება, მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით არ მიდის თემა. როგორც ექიმი, ვურჩევ, შეასრულოს რჩევები ბალანსირებულ კვებასთან დაკავშირებით, რადგან საკმაო სამედიცინო გამოცდილება მაქვს, ბევრ პაციენტთან მქონია შეხება და ვიცი, რამდენად დოზირებულად არის მისაწოდებელი მისთვის კალორიები. ამიტომ ვთხოვ მის ახლობლებს, იქნებ ამ მხრივ მაინც დაეხმარონ, არ ვეხები სამართლებრივ მხარეს, თუმცა რაც დღეს გამოქვეყნდა, გარკვეულ უხერხულობას იწვევს და, ალბათ, თვითონაც გრძნობენ ამას. მათ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს პიარულ ნაწილში, რათა ეს სხვანაირად შეფუთული მიაწოდონ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დარწმუნებული ვარ, თუ ერთხელ დაიჯერებენ, რომ სწორი ქცევა შედეგის მომტანია, საფრთხის არიდების შანსი არსებობს. ვიღაცამ ასწავლა მას და მის ოჯახს, რომ მიკროელემენტები აკონტროლოს. ეს მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი, მაგრამ მაინც რისკის შემცველია" - აცხადებს ზაალ მიქელაძე