დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა იმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომის დასაწყისში განმარტა, დიდი ალბათობით, დღევანდელი პლენარული სხდომა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება.
შალვა პაპუაშვილმა რეგლამენტის ჩანაწერი განმარტა, რომლის თანახმად, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
ამასთან შალვა პაპუაშვილმა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების სია წაიკითხა, ვინც პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს.