კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ყურადღება გამახვილდა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კინოინდუსტრიის, კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ნადირაშვილი და კორეის საელჩოს მეორე მდივანი თეჩან ქიმი ესწრებოდნენ.










