ვიყავი თვითმმართველობის არჩევნებზე. ხმა მივეცი მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ხმა მივეცი საუკეთესო კანდიდატებს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი - ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში მიღწეული მშვიდობისა და სტაბილური განვითარების შენარჩუნება. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაძლიეროთ განვითარების ტემპი.

ჩვენი პოლიტიკური ძალა მშვიდობასა და წინსვლაზეა ორიენტირებული და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნების შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი დიდი უპირატესობა." - წერს კულტურის მინისტრი. 

შეგახსენებთ, დღეს თვითმმართველობის არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს