“რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვისაუბრეთ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილს და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს." - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები აქვს ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში, ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ე.წ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი გააძლიერებენ ძალისხმევას. თანამშრომლობას და კოორდინაციას იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ წნეხი ავტოკრატიულ რეჟიმზე და საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას.- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.