"არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან" - თინა ბოკუჩავა სუსის მიერ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე!“ - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა

სუსმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, მურთაზ ზოდელავა დააკავა