„ჯიმ ო’ბრაიენმა არა მხოლოდ მიანიშნა, არამედ ღიად თქვა, რომ თუ გაგრძელებდა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, მაშინ აშშ გამოიყენებს ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს, რომელიც შეეხება დეპუტატებს და იმ მოძალადეებს, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმიან ახალგაზრდებს.“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით
„ჯიმ ო’ბრაიენმა არა მხოლოდ მიანიშნა, არამედ ღიად თქვა, რომ თუ გაგრძელებდა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რადგან ივანიშვილი ახორციელებს ტერორს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ აშშ გამოიყენებს სანქციებს და მან კონკრეტულად ახსენა, რომ ეს იქნება ფინანსური და სამოგზაურო სანქციები, რაც გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს, ანუ ვიზების შეზღუდვებს, მაგრამ ასევე ფინანსურ სანქციებს. ეს სავარაუდოდ შეეხება დეპუტატებს, მაგრამ ასევე იმ მოძალადეებს, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს, თავს ესხმიან ახალგაზრდებს.
გუშინ ვნახეთ მორიგი შემზარავი უსასტიკესი ცემა დავით ქაცარავასი, გამორჩეული აქტივისტის, რომელიც ყოველთვის ავანგარდში იდგა ანტისაოკუპაციო მოძრაობის. ამგვარი ტარგეტირება, ამგვარი მიზანმიმართული საზოგადოების დატერორება და დაშინების მცდელობა იქონიებს მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტს, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციით და ერთობით შევალთ იმ საბოლოო ბრძოლაში, რომელიც გამარჯვებას მოიტანს ქართველი ხალხისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ