არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც არათუ არასდროს ყოფილან „ნაცმოძრაობაში“, არამედ იყვნენ „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ის კოშმარი, რომელიც ასე აშფოთებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ისინი ახლა ცდილობენ, რომ ყველა პარტია მიაწებონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ზღაპარი მოსახლეობამ მეოთხეჯერაც დაიჯეროს, იმიტომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტიების მოცემულობა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც არათუ არასდროს ყოფილან „ნაცმოძრაობაში“, არამედ იყვნენ „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ის კოშმარი, რომელიც ასე აშფოთებს „ქართულ ოცნებას“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.