როგორც ჩანს "ქართული ოცნება" იმაზე მეტ საფრთხეს ხედავს გახარიაში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
"უზომოდ გაუმაძღარი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ წურბელასავით აზის ქვეყანას და წოვს სისხლს. "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ეშინია გიორგი გახარიასი, მისი ყოფილი თანაგუნდელის. როგორც ჩანს, მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს "ქართულ ოცნებას" უნდა და იმაზე მეტ საფრთხეს ხედავს მასში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს", - განაცხადა აქუბარდიამ.