თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საქართველოსთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ადგე და ჩემი ძალისხმევა, ჩემი სისხლი გამოიყენო შენი მიზნებისათვის - თუმცა, ჩვენ აქ გულწრფელად ვიყავით - და მერე აღარ გადადგა ის ნაბიჯები, რომლის განაცხადიც ჩვენ უბრალოდ, ქაღალდზე დაწერილო კი არ გავუგზავნეთ მათ, რომ ნატოს წევრობა გვინდა, სისხლით გვაქვს ეს დაწერილი და ამას ყურადღება არ მიაქციო, არის ძალიან არასამართლიანი საქციელი”, - განაცხადა დეპუტატმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა:

„ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“.