„მარტივი გასაგებია, რომ „მეგობარი აქტის“ გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობა იყო. ეს სცენა ისევ იმ ოპერიდან არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდი უნდა ილაპარაკო, რათა დააზიანო. ამას საფუძველი აქვს თუ – არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სპიკერის ნაბიჯი? ეს არის პრაგმატული გამოვლინება. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მართალია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე დაბრუნება ისე სწრაფად არ ხდება, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ეს ნაბიჯები უკვე არის. ნახეთ, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყოფილი ელჩის გაწვევა პენსიაში, ჩვენს ელჩს ძალიან სწრაფად მისცეს აგრემანი. ანუ, ნაბიჯები იდგმება და ისინი ამ ურთიერთობების პრაგმატულ ჩარჩოში ბრუნდებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორი სამართლიანი, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში "MEGOBARI აქტის" დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა









