ფაქტი არის ჯიუტი, ის დახარჯული მილიონები, რაც გასწიეს სააკაშვილის გასათავისუფლებლად, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან კანონი ფულზე მაღლა დგას ამ ქვეყანაში - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ფაქტი არის ჯიუტი, რომ ის დახარჯული მილიონები რაც გასწიეს მათ სააკაშვილის გასათავისუფლებლად კანონიერი სასჯელისგან, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან კანონი ფულზე მაღლა დგას ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის ყოფილი ლიდერები ახლა სხვა ფორმატში იკრიბებიან კეზერაშვილის ხელმძღვანელობით იმისთვის, რომ იქნებ, ახლა მაინც მიაღწიონ გარკვეულ შედეგს. სასჯელს მის მიერ, ვისაც მიესაჯა, მოხდა სჭირდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.