პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას წერილს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის ზუსტად აღწერს სააკაშვილის მოტივაციას.

„კონკრეტული ამბები არ ვიცი ხაზარაძეზე და ასე შემდეგ, მაგრამ სააკაშვილის მოტივაციას ზუსტად აღწერს. სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან!“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა:

„მელიას კი არა, მიშამ რომ პეტრე ცისკარიშვილს წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, იმასაც CHERGO ურტყეს მიშისტებმა. თავისი საკუთარი ვილანი ჰყავთ“.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.