აი რა ფარჩაკი "აჯანყებაც" მოაწყო, ზუსტად ეგეთი ფარჩაკია სააკაშვილი.დაე ეს სირცხვილი "სააკაშვილის აჯანყებად" შევიდეს ისტორიაში. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერტგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ტელეკლოაკები "აჯანყებად" სპინავენ აი ამ სამარცხვინო ფარსს. როგორც ქოცები იფარებენ ერეკლე მეორეს, ეგრე აიფარა მაგ ფარჩაკმა ქაქუცა ჩოლოყაშვილი.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის საქმეზე ამ დროისთვის 46 პირი დააკავა.  

პროკურატურამ დაკავებულთა უმეტესობას ბრალი  სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების  მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარუდგინა.