"გონებაგამხმარი მეგალომანიაკი. პირადად მიშა სააკაშვილის პასუხისმგებლობა იქნება ის "მთავრობაც" რასაც ხვალ აირჩევენ და შედეგებიც"- პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია გარდაუვალია.
"გონებაგამხმარი მეგალომანიაკი.პირადად მიშა სააკაშვილის პასუხისმგებლობა იქნება ის "მთავრობაც" რასაც ხვალ აირჩევენ და შედეგებიც.
არ გამოუვა საკუთარ ნაბოდვარზე და ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის გაყოფა.
დემოკრატიული პროცესი ყველა ავტოკრატს და ოლიგარქს - ივანიშვილს, სააკაშვილს, ხაზარაძეს -ერთიანად გადარეცხავს მტკიცედ და მშვიდად" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.