რეჟიმს შეექმნა საფუძველი, რომ ჩვენი გამარჯვება რაც უნდა ყოფილიყო, ჩვენს მარცხად გაესაღებინა. ეს არის განსაცდელი, რომელიც განგებამ მოუვლინა ქართველ ხალხს, მაგრამ ამ გამოცდებს ჩავაბარებთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა 4 ოქტომბერს თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„მიშა სააკაშვილის პროექტად მივიჩნევ ბურჭულაძეს. მას ვერ ექნებოდა ამ მოლოდინის შექმნის ძალა, რომ არა მიშა სააკაშვილი. მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იყო გამოსული, რომელმაც პროტესტი გამოხატა, ნაცვლად იმისა, რეჟიმის ფარსში მიეღო მონაწილეობა. ამიტომ, პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ რეჟიმს შეექმნა საფუძველი, ჩვენი გამარჯვება რაც უნდა ყოფილიყო, ჩვენს მარცხად გაესაღებინა. ეს არის განსაცდელი, რომელიც განგებამ მოუვლინა ქართველ ხალხს, მაგრამ ამ გამოცდებს ჩავაბარებთ. ბიძინა ივანიშვილს გაუკვირდება და კვლავ იხილავს ძალიან დიდ მშვიდობიან პროტესტს ამ ქვეყანაში, რომელიც მას ჩამოშლის“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.