„ჩვენ დღეს უნდა ვიდგეთ აქ, მთავრობისგან  უყურადღებოდ დატოვებულ ონკო პაციენტების გვერდით, მათ ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს. კვირას,  14:00 საათზე, გელოდებით პარლამენტთან.“ -  ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

"ჩვენ ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას .ძალიან დიდი ხანია ონკო პაციენტები სახელმწიფოსგან ითხოვენ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას და ითხოვენ ხელმისაწვდომ მკურნალობას. მათ მიიღეს დაპირება ,რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა ტყუილი და საუბედუროდ ჩვენმა ხელისუფლებამ  კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები .ეს არის ძალიან არაადამიანური დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ .სახელმწიფოს გულგრილობამ აიძულა ონკო პაციენტები ,რომ იბრძოლონ თავიანთი ოჯახის  წევრების სიცოცხლის უფლებისთვის.დღეს,როდესაც ეს ადამიანები  ისედაც ძალიან მძიმე და რთულ მკურნალობის გზას გადიან  მათ არ უნდა უწევდეთ კარდაკარ სიარული იმისათვის, რომ მიიღონ მათთვის და თავიანთი ოჯახის წევრებისთვის  ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება.

დღეს ისინი არიან სახელმწიფოსგან სრულიად მიტოვებულები  და მოტყუებულები სამწუხაროდ.მათ,როდესაც მიიღეს პირობა,რომ მათ ექნებათ სრული მკურნალობა უფასოდ  აღმოჩნდა ,რომ  თურმე უფასო მკურნალობა  გულისხმობს შემდეგს -  25 ათას ლარიან ლიმიტს, რომელიც ძალიან ბევრი ონკო პაციენტისთვის  2-3 თვისთვისაც კი არ არის საკმარისი ,მათ პრობლემები აქვთ კვლევებზე და მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა. დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით ,დავუდგეთ ყველა აქ  აღარ აქვს აღარაფერს მნიშვნელობა  თუ ვის რა და როგორი პოლიტიკური შეხედულება თუ გემოვნება აქვს.  ჩვენ დღეს უნდა ვიდგეთ აქ ამ ადამიანების გვერდით ,მათ ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს. კვირას,  14:00 საათზე, გელოდებით პარლამენტთან.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ