"კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზედაც  არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უამრავი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას"-  ამის შესახებ  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

"ადგილი აქვს ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვის ფაქტებს. ვერ ხდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება !

ხელისუფლების  პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად - მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

კვირას - 21 იანვარს, 12 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში,  ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში!

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც მწვავედ დგას ენგურს მიღმა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე,  ჩვენი ექიმების გუნდი მზად არის გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს,  რათა  მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ყოფა, ჩვენი მიზანია გაგრძელდეს კომუნიკაცია ექიმებთან აქციის შემდეგაც, რადგანაც როგორც ჩემთვის ცნობილია სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში, გელოდებით სოფელ რუხში კვირას 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე, ჩვენ  ვართ ერთნი და ეს  ერთობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით. - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ