რუსმა ოლიგარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაშია არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია.
მინდა, ვუთხრა მას - ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და ემიგრაციას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.