რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედპერსონალის პროტესტს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე შეუერთა. როგორც ის "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება გაუმართლებელია და კონკრეტული პირების ინტერესს ემსახურება.
"ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა. ეს არ არის მხოლოდ კლინიკა. ეს არის ადგილი, სადაც აღიზარდნენ ექიმების თაობები, რომლებიც დღეს ასე დგანან მთელი ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის სადარაჯოზე. ამ ადამიანებისთვის ეს ადგილი არის მეორე სახლი და ეს არის იმედი ჩვენი მოსახლეობის. იმიტომ, რომ ვიღაცამ გაიღვიძა და მოუნდა, რომ აქ ეს კლინიკა აღარ იყოს, ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ მიზანი კლინიკის აშენება აქ არ არის. მიზანი არის ის, რომ გამოიყენონ ეს არაჩვეულებრივი ტერიტორია პირადი ინტერესებისთვის და ჯიბის გასასქელებლად", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.