საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
„ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნათქვამია: „ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას. მკაცრად ვგმობთ ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“.