ასეთი განცხადება ბუდაპეშტში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯეი დი ვენსის თქმით, ორბანი ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერია ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და სწორედ მისი წყალობით არ იზრდება მკვეთრად ენერგომატარებლების ფასები.

„ჩვენ გვსურს, რომ ევროპა იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და თუნდაც ენერგეტიკულად დომინანტიც კი“, - თქვა ვენსმა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფებოდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად, შემდეგ კი დასავლური ცივილიზაციის ღირებულებებზე დაიწყო საუბარი.

„ვიქტორ ორბანი სახელმწიფო მოღვაწეა. ორბანმა და ტრამპმა ყველაზე მეტი გააკეთეს მშვიდობისთვის“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით უნგრეთის საარჩევნო კამპანია აჩვენებს, რომ „ბრიუსელში ბიუროკრატები ცდილობენ უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას“. მან მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ ყურადღება არ მიაქციონ იმას, თუ ვის უჭერს მხარს ევროპას, არამედ იმას, თუ ვინ აყენებს უნგრეთის ინტერესებს პირველ ადგილზე.

უნგრელი ამომრჩევლები ზრდასრული და სუვერენული მოქალაქეები არიან, ამიტომ მათ შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ნებისმიერ შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა ის უკვე წარმატებული თანამშრომლობის გასაგრძელებლად გაგზავნა.