"აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ხაბაზის მისამართით წერს და მის ვიდეოს აქვეყნებს:

"ნაცმოძრაობის მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი." - წერს შალვა პაპუაშვილი.