2017 წლის 7 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში სადღესაწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა: "ხარებობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ იმდენად დიდია ეს დღესასწაული, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თვისთვის, ამ დღესასწაულში სიყვარული და სიხარულია ჩაქსოვილი"

"როცა ჩვენ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს რომ ნამდვილად, ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ არ იყოს ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელებს იმ ტანჯვებს, რომელიც მოევლინა ადამიანს. როცა ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყელაფერი დასაძლევია, ადვილად დასაძლევი. დღესასწაული ხარებისა არის უძველესი დღესასწაული ებრაელთა შორის, როცა ხვდებოდნენ ერთმანეთს ესალმებოდნენ, აი ანგელოზი გაბრიელი, რომ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედას - გიხაროდენო", ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას სიონი საკათედრო ტაძარში 2017 წლის 7 აპრილს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

ცნობისთვის, უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.