ცოტა ხნის წინ, სეტყვა იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. დაისეტყვა როგორც ქალაქი საგარეჯო, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლები. 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. 

ცნობისათვის, გუშინ დაისეტყვა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიც.